2017-06-20 16:46:08, 804 ნახვა
სხვადასხვა
რუსი მიტროპოლიტი: მამაკაცებმა წვერი არ უნდა გაიპარსონ, ის მათ ჰომოსექსუალიზმისგან იცავს
რუსეთის ორთოდოქსალური ეკლესიის წარმომადგენელი და ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, მიტროპოლიტი რუს მამაკაცებს მოუწოდებს, წვერი აღარ გაიპარსონ, - ამის შესახებ Moscow Times იუწყება.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, მამაკაცები, რომლებიც წვერს ატარებენ, უფრო დაცულები არიან ჰომოსექსუალიზმისგან.
" ღმერთმა კონკრეტული წესები დააწესა. მან ყველა მამაკაცი წვერიანი შექმნა. ვერავინ შეეწინააღმდეგება მაღალ ღმერთს. საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ტანსაცმელი და ვარცხნილობა", - განაცხადა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ "წვერმა კათოლიკურ დასავლეთში თავისი არსი დაკარგა".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან