09:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:49:47, 345 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს

„სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშებზე ძალადობის ფაქტები არსებობს, საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  ჟურნალისტებს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობისა და სკოლამდელი აღსაზრდელი დაწესებულებების მდგომარეობის ანგარიშის წარდგენამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა მიმართ მრავალმხრივი პრობლემებს  შორის ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებია.
„სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის ფსიქოლოგიური ფაქტები არსებობს, ხაზი მინდა გავუსვა, იმას, რომ ფიზიკური ძალადობა  სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებეში არ ყოფილა, ამის დადასტურება ჩვენი მონიტორინგის დროს არ ყოფილა“,-განაცხადა ნანუაშვილმა.
ამასთან, ომბუდსმენმა  დასძინა , რომ პრობლემატურ საკითხებად კვალავ რჩება სკოლამდელ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურა და სანიტარულ ჰიგიენური პირობები.
ომბუდსმენმა ხაზგასმით ილაპარაკა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობაზე, მათ უზრუნველყოფაზე აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო რესურსებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics