13:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 19:05:57, 501 ნახვა

საზოგადოება
MDF-მა, TDM-მ, და „17 მაისმა“ „პალიტრა- TV“-ს წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

მედიის განვითარების ფონდმა, 30 მარტს ,  MDF,  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, TDI და ჟურნალმა “17 მაისი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას „პალიტრა TV“-ს წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს. 
საჩივარი 1 მარტს “პალიტრა TV”-ის პორტალზე “ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენლის, არჩილ ჭყოიძის ჰომოფობიური განცხადების განთავსებას ეხება.
ჭყოიძემ ჰომოფობიური განცხადებები ტელეკომოპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა, რაც მომჩივანთა აზრით, არ ათავისუფლებს “პალიტრა TV”-ს მისი შემდგომი ტირაჟირების პასუხისმგებლობისგან.
როგორც აღნიშნულ საჩივარშია ნათქვამი, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯოს პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებები  და ისეთი ვითარება, როდესაც მედია დისკრიმინაციული ხასიათის ჩანაწერის გავრცელებს  ახდენს. 
არ უთითებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე სამყაროში ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ ითვლება. უფრო მეტიც, რედაქცია გარკვეულწილად იზიარებს რესპონდენტის პოზიციას, როცა მისი ჰომოფობიური სიტყვები – “ჰომოსექსუალიზმი არის დანაშაული და ავადმყოფობა როგორც სულის, ასევე ხორცის” – სათაურში გამოაქვს,”- აღნიშნულია საჩვარში.
განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ “პალიტრა TV-მ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პუნქტი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ,  რომ აღნიშნული განცხადებების გავრცელებით “პალიტრა TV”-მ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის (31,32,33) მუხლებიც დაარღვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics