20:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-22 10:15:04, 563 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები აშშ–ში ტრენინგს გაივლიან

სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროს  25 თანამშრომელი    23 მარტიდან კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში  ტრენინგს გაივლის და   ორი კვირის განმავლობაში   კრიზისების მართვის კუთხით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს. 

ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა განათლება და კვალიფიკაციის  ამაღლება.  ამაში აქტიურად გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობა, რომელმაც  ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია და ჩვენი თანამშრომლების კოლორადოს შტატში სწავლება უზრუნველყო. ისინი შეისწავლიან კრიზისული სიტუაციების მართვას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ   გავზარდოთ უსაფრთხოება  და მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.  

უწყების ცნობით, 2014 წელს   ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახროციელებს.

 პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე  სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც  კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics