17:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 16:18:44, 337 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ქართველ კადეტთა ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად ქაშვეთში ქართველი სამხედრო კადეტების − სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის − სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

თეა წულუკიანმა, ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტ სოსო მაკარიძის მამა ალექსანდრე მაკარიძე 2009 წლის 5 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ თანამშრომელია. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს გუნდი თანადგომას უცხადებს ალექსანდრე მაკარიძეს, რომელიც ექვსი წელია, იუსტიციის სისტემაში ერთგულად მსახურობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომლებიც ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ. გარდაცვლილები სამშობლოში გუშინ, გამთენიისას, ჩამოასვენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics