13:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:52:13, 387 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოს დარბაზში დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად მებრძოლი ქალების ფოტოების გამოფენა გაიმართება

 დღეს 18:00 საათზე საკრებულოს დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გაიმართება ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“.

გამოფენილ იქნება იმ ქალბატონების ფოტოები, რომელნიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.

 ღონისძიებას დაესწრება სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ძუძუს კიბოთი დაავადებული მსჯავრდებული ქალბატონი, რომელიც საღამოზე არჩეული იქნება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“-ს საპატიო წევრად და შესაბამისად, კოალიციის მხრიდან უფლებამოსილი იქნება დაავადების შესახებ ინფორმაცია(პრევენციული ღონისძიებები, თავის დაცვა)   მსჯავრდებულებს გააცნოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის თანადგომას უცხადებს მსჯავრდებულ ქალბატონებს, სთავაზობს მათ მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ძუძუს კიბოთი დაავადებულ მსჯავრდებულებს, რომელთაც სახელმწიფო სრულ მკურნალობას უფინანსებს.

სამინისტრო იზიარებს სლოგანს - „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“ და მოცემულ აქციას უერთდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics