09:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 09:19:59, 306 ნახვა

საზოგადოება
ნიუ ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს, სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კურსანტს საქართველოში სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ.

ქართველი კურსანტების, სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძის და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძის ნიუ-ჯერსის შტატიდან სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს. 

ცნობისთვის, ქართველი ახალგაზრდები    დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდნენ და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდნენ.  რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics