00:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 11:09:47, 374 ნახვა

საზოგადოება
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

არასამთავრობო ორგანიოზაციები „სამართლის თაობა“, „თავისუფალი ზონა“ და „აპრიორი“ სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავენ.

ამ წუთებში „თბილისი მარიოტში“  ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებიან.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მოვითხოვოთ დაუყონებლივ გადადგეს უნიათო არაოპროფესიონალი და კორუმპირებული პირებით დაკომპლექტებული მთავრობა, რომლებმაც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა დიდ  ეკონომიკურ სოციალურ კრიზისში შეიყვანეს, ეს არის მთავრობა, რომელიც არ ასრულებს საკუთარ დანაპირებს, ეს მთავრობა საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აურჩევია, ამიტომ უნიათიო მთავრობა უნდა გადადგეს“, - განაცხადა „სამართლიანი თაობის“ წევრმა გირშელ ბართაიამ.

აქციის მონაწილეებს  მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები  წარწერით: "ხადურ წადი!", "გადადგეს უუნარო მთავრობა" და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics