11:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:26:08, 485 ნახვა

პოლიტიკა
მაღრაძე: ჭიკაიძის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო

„ეს ჭიკაიძის პიროვნული გადაწყვეტილება იყო და დასაფასებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ჭიკაიძის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის „თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო“.

„ჭიაკიძე, როგორც პიროვნება, ღირსეული პიროვნებაა და ჩათვალა, რომ გარკვეულწილად შეიძლება უკეთესად ემუშავათ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აეცილებინათ თავიდან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. მისი ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის თანამდებობაზე ჩაფრენილი კაცი არ იყო. მას ალბათ არავინ გადააყენებდა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics