2015-05-04 13:05:49, 754 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
დღეიდან, პირველ აგვისტომდე, „ვითიბი ბანკის“ საკრედიტო ბარათის - VTB Visa Credit Card -ის აღება უფასოდ არის შესაძლებელი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა, მის მთავარ უპირატესობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს.
VTB Visa Credit Card - ით სარგებლობა შეუძლიათ, 23 – 65 წლამდე პირებს. მსესხებლის მინიმალური ხელფასი უნდა შეადგენდეს 300 ლარს და ერიცხებოდეს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში.
საკრედიტო ბართის აღება, ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან