2015-02-18 15:28:25, 485 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ვმუშაობთ, რათა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების დე იურე ანექსია არ მოახერხოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციად და ანექსიად აფასებს.
"ეს არის როგორც აფხაზეთის შემთხვევაშიც ითქვა, აგრესიის გაგრძელება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დეფაქტო ანექსიისკენ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არასოდეს დე იურე ანექსია რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების, რომელთა დეოკუპაციასაც იმედია დავიწყებთ, არ მოახერხოს და ვერ მოახერხებს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან