13:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 16:39:48, 741 ნახვა

სამხედრო
გენერალი ხრიულოვი რუსეთთან გაფორმებული დე-ფაქტო სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულებას იწყებს

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით, დე ფაქტო გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ხრიულოვი რუსეთთან გაფორმებული ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულებას იწყებს.

როგორც ხრიულოვმა განაცხდა, აფხაზეთის მიზანია შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გაზრდა და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტის გაფორმება.

„ჩვენ ორი მიზანი დავისხეთ პირველი შეიარაღებული ძალების თავდაცისუნარიონობისა შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულება“,-აღნიშნა ხრიულოვმა.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას თქმით, ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ვის უნდა მივმართოთ, დასავლეთს? ჩვენ ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც ახლა კეთდება რუსეთის მხრიდან, თავდაცვის სფეროს დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულებას ხელი რუსეთთან გასული წლის 24 ნოებერს მოეწერა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ახლა შეთანხება თავდაცვის უწყებებს შორის უნდა გაფორმდეს. ზღაპრებს ნურავინ მოყვება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქ რუსეთის მხრიდან არამარტო ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, არამარტო ხელფასების ზრდაზე იმ საერთო რუსულ-აფხაზური დაჯგუფებისთვის, აქ საუბარია თავდაცვის სისტემის სრულ რეფორმაზე,რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ანატოლი ხრიულოვის საქმიანობა ამ პოსტზე“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics