02:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 12:14:36, 634 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიის დროს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უმცროსმა სერჟანტმა ადიკო ზექალაშვილმა აიღო; 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში - I კლასის რიგითმა სიმონ ქოქოშვილმა; 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში I კლასის რიგითმა დავით ნოზაძემ გაიმარჯვა, ხოლო, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპრალმა გიორგი იმერლიშვილმა.

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics