14:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:52:59, 733 ნახვა

ეკონომიკა
კახა ოქრიაშვილის ვარაუდით მაისში 1 დოლარი 2 ლარი იქნება

PSP-ს თანადამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის ვარაუდით, მიმდინარე წლის მაისში 1 დოლარი 2 ლარი იქნება.

ამის შესახებ  ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

„ვფიქრობ,დაახლოებით მაისის თვეში სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და ჩემი პირადი პროგნოზით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ერთი ორთან იქნება“,-აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციის  პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, ლარის კურსი  დოლართან მიმართებაში დაიწევს, თუმცა ეს დროებითი იქნება.

„ ლარის კურსი ქვემოთ წამოვა, შეიძლება ეს  დოლართან მიმართებაში 1.9 ან 2.0, მაგრამ ეს სავარაუდოდ დროებითი იქნება. თუ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგმება, 6 თვის ან მაქსიმუმ 1 წლის თავზე, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით  ჩვენ იგივე შედეგს მივიღებთ", – აღნიშნა ჭირაქაძემ და აქვე  დასძინა, რომ დღეს ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს, ლარი დაასტაბილუროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics