13:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 21:28:45, 657 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელმა ლიბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის 196-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის 196-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სხდომის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე - „ექსპანსიისა და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის პირისპირ.“  თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„იმ საქმიანი შეხვედრების გარდა, რომელიც კონგრესის ფარგლებში გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამგვარი ღონისძიებების მასპინძელი ხდება საქართველო, თბილისი. ეს აჩენს მეტ თავდაჯერებულობას მთელი მსოფლიოსთვის, რომ თბილისი არის დაცული ადგილი, ქალაქი, სადაც შესაძლებელია ჩახვიდე და მსოფლიო კონგრესები გამართო. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ღონისძიებები საქართველოში, მით მეტად გაიზრდება რწმენა და განცდა, რომ თბილისი, ბათუმი... საქართველოს სხვა ქალაქები არის ჩვეულებრივი ევროპული ქალაქები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი ქვეყანაა, სადაც ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესი გაიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics