2016-03-18 19:27:34, 768 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჟავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მომარაგდება
საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართული ჟავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მომარაგდება. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მორიგი ქართული ბატალიონი ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის სისტემებით აღჭურვილი გაემგზავრება.
„დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.
ქართული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და გარდა შიდა მოხმარებისა, გათვლილია საზღვარგარეთ ექსპორტზე გასატანადაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან