00:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 13:14:23, 3269 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა

თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა. დაბადების დღე ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.

სპეციალურად ბავშვებისთვის მარიონეტების წარმოდგენა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართა. პატარებმა მხიარულ კონკურსებსა და აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, თავსატეხები ამოხსნეს, ტერიტორია ფერადი ცარცებით გაალამაზეს და ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორებისგან ბუშტები და საჩუქრებიც დაიმსახურეს.

თბილისის ზოოპარკის დაბადების დღე დამთვალიერებლებთან ერთად იზეიმა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. მისი თქმით, მსგავსი სახალისო და საინტერესო ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.

„თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა, შესაბამისად, აქაურობას დიდი და საინტერესო ისტორია გააჩნია. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ორი ზოოპარკი აქვს - ერთი არსებული და მეორე მშენებარე, სადაც ძირითადად ცხოველების ის სახეობები გვყავს გადაყვანილი, რომლებიც გადაშენების პირას არიან და რომელთა დაცვაზეც ვმუშაობთ. 92-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზოოპარკში ხალხმრავლობა იყო, ჩვენმა პატარა სტუმრებმა შემეცნებით და გასართობ თამაშობებში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენს დამთვალიერებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ, როგორც ძველ, ასევე ახალ ზოოპარკში, მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება“, - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ. 

ამასთანავე, დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად, თბილისის ზოოპარკმა წარადგინა ახალი პროექტი - „საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება - ახალგაზრდა მეცნიერები სკოლის მოსწავლეებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა მეცნიერები უფროსკლასელებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ინტერაქტიული შეხვედრები ცხრა კვირის განმავლობაში, 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ლექციას 100-ზე მეტი მოზარდი დაესწრო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics