13:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:14:15, 833 ნახვა

სხვადასხვა
სსე-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა, ახალციხის 500/400/220 კვ-იანი ქვესადგურის ბათუმის 220 კვ-იან ქვესადგურთან დამაკავშირებელი ახალი 52 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური დაუკავშირდა ქვესადგურს „ბათუმი-220“. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 144 ანძა.

ამავდროულად, მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც  ახალციხის ქვესადგურიდან შუახევამდე 92 კმ-იანი ე.გ.ხ-ის მშენებლობას ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში, ჯამში, დაგეგმილია დაახლოებით, 144 კმ. სიგრძის ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც 398 ერთეული ანძის დადგმას გულისხმობს.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას, შეამცირებს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევებს და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შეეძლება ქვეყნის შიგნით და  გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და მისი დასრულება 2018 წელს  იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics