2015-03-28 15:59:11, 546 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი „რესპუბლიკური საავადმყოფოდან“ იუწყება.
ბესიჯ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და ესროლეს. გარვცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ჭრილობები თავის და ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული.
ხარძიანი „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯერჯერობით თავდასხმის მიზეზი და თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან