2025-09-12 13:17:00, 3440 ნახვა
საზოგადოება
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ანდრე სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მანამდე, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,