01:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 16:08:38, 4325 ნახვა

კომენტარი
ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მიიუტანენ შეტავას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება და თავად მორიგ ჯერზე აკეთებს ეკლესიის შესახებ განცხადებას

ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება.- თქვა ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ეკლესიაზე თავადვე მორიგი განცხადება გააკეთა.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, განხეთქილების შექმნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს. ასე რომ, ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი, დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი. შედეგი რომ არ ექნება, თვითონაც იციან, მაგრამ თვითონ პროცესი რომ ნეგატივის ფონზე წარმართონ, მიაჩნიათ, რომ ეს უკვე გარკვეული შედეგია. ბუნებრივია, მეუფე შიოზე თავდასხმებიც ახლა გაძლიერდება, რადგან შეიძლება, ერთ-ერთი კანდიდატი იყოს პატრიარქობის ტახტზე. ყველაზე, ვისაც ასეთი პერსპექტივა ექნება, შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics