13:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 19:06:11, 2130 ნახვა

ევროპის ამბები
გოგორიშვილი - დღეიდან გადავწყვიტე შს მინისტრს მივბაძო, მეც ვერ ვხედავ აზრს რეგლამენტის დაცვაში

"ბატონო ირაკლი თქვენ არ ესწრებოდნენ სხდომას და უბრალოდ მინდა, რომ იცოდეთ. როდესაც მე დავუსვი შეკითხვა რატომ არ მოდის ბატონი მინისტრი კომიტეტის სხდომებზე, მისი პასუხი იყო, რომ აზრს ვერ ხედავს დაიცვას ის რეგლამენტი, რომლის 100 დღის იუბილე ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა თამარმა [ჩუგოშვილი] მიმითითა, რომ დარბაზში წესიერად მოვიქცე და ხაზი გაუსვა 224-ე მუხლის სანქციას, რომელიც რეგლამენტის დარღვევას გულისხმობს. მინდა გითხრათ, რომ დღეიდან გადავწყვიტე მეც შინაგან საქმეთა მინისტრს მივბაძო და მეც აზრს ვერ ვხედავ რეგლამენტის დაცვაში და ვილაპარაკებ ყოველთვის უმიკროფონოდ. გთხოვთ მიმართოთ 224-ე მუხლის სანქციას. იცით რა წერია იქ ბატონო ირაკლი?! - გაფრთხილება. პირად საქმეში შეგიძლიათ ყველა სხდომაზე შეიტანოთ გაფრთხილება იმიტომ, რომ ისევე როგორც ბატონი გიორგი მეც ვერ ვხედავ კანონის დაცვაში ვერანაირ აზრს ამ პარლამენტში".

 

"ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics