2018-05-17 16:18:39, 3627 ნახვა
კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ნინა პერის პერსონალური გამოფენა - „მათი დრო“ გაიმართება
დღეს, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი მხატვრის, ნინა პერის ნამუშევრების გამოფენა იხსნება.
ექსპოზიცია წარმოადგენს პორტრეტების თემატურ სერიას, რომელიც ასახავს პირობით სახეებს: ინგლისის მეფის ჰენრი VIII და მის ცოლებს, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. გამოფენა აერთიანებს 15 ფერწერულ ტილოს, რომლებზეც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
გამოფენა გაგრძელდება 29 მაისამდე.
მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 27
(R)
ავტორი: ,