12:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 19:12:08, 765 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრას და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო.

დღესვე, ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომა გაიმართა. გენერალმა სხდომის მონაწილეებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო.

ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებას და საქართველოში ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებას.

გენერალური შტაბის უფროსი ორმხრივი ფორმატში ასევე შეხვდა უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს. მხარეებმა განიხილეს შეიარაღებულ ძალებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა.

ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალი გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics