14:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 10:13:11, 842 ნახვა

სხვადასხვა
ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუნარჩუნდა

ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (ე.წ ზონალური საბჭო) ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელა და საკუთარი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - სკვერს სტატუსი შეუნარჩუნდა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა განაცხადა, საბჭომ ხელახლა განიხილა და ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ უკვე მიღებული იყო.  ნინა ხატისკაცის განცხადებით, საბჭომ რეკომენდაცია მისცა საკრებულოს, დაუბრუნდეს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განვითარდეს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი და იქ შენობები არ აშენდება. საბჭოს რეკომენდაცია საკრებულოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics