12:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 00:11:21, 628 ნახვა

სპეციალური ანონსი
2 ნოემბრის სპეციალური ანონსი

2 ნოემბერს, 09:00 საათზე, თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია იხსნება. სესიას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარე კოსი ლოუ. 17.30-დან 18.00-მდე გაიმართება კომპეტენტურ უწყებათა მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. 
მის.: რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“
მედიის რეგისტრაციის დრო: 8:30 საათზე

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო კონფერენციას „საერთაშორისო გამოცდილება - მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“ დაესწრება.
საკონტაქტო პირები: ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19; ფიქრია გელენიძე - 577 544 577 

2 ნოემბერს, 17:00 საათზე, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსის“ მიერ თბილისის მედიათეკაში სპეციალურად „კინგსელებისთვის“ შექმნილი წიგნის - ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. 
ვაკის პარკში არსებული მედიათეკა.
საკონტაქტო ტელ: 577 04 49 00

2 ნოემბერს, 17.30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პუბლიცისტთან, მკვლევართან, ამერიკული პროფკავშირული მოძრაობის მემარცხენე აქტივისტ ერიკ ლისთან შეხვედრა გაიმართება.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი თამარ გედევანიშვილი - 599303636

2 ნოემბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონსერვატორიისა და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის ერთობლივი კონცერტი, სახელწოდებით „Faraway, So Close” გაიმართება.

2 ნოემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის „პანორამა/ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics