2015-01-07 10:34:13, 506 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები თბილისში თოვლს ელოდებიან
დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება.
თბილისში 7-8 იანვარს თოვლს ელოდებიან, 9-ში კი, -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
ყინვაა მოსალოდნელი, ასევე, აღმოსავლეთ რეგიონებშიც.
"ყინვებია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 9-ში და 10-ში. დასავლეთ საქართველოში ყინვას ვფიქრობთ -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შიდა ქართლში -12 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -5, -6 გრადუსის ფარგლებში. დედაქალაქში თოვლს ველოდებით 7-ში დღის მეორე ნახევარში და რვაშიც",-აცხადებენ სინოპტიკოსები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან