00:41 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 00:10:07, 672 ნახვა

იოსებ ხახალეიშვილი - მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

"ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართელოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები  ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.

ინდივიდუალურმა შეხვედრებმა საარჩევნო განწყობით და მიმდინარე მოვლენების გამოხმაურებით ჩაიარა.

იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, გელათის ძველი ქუჩის მოსახლეობის პრობლემებიც ქუთაისი სხვა ძველ უბნებში არებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ჰგავს.

"მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით - ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს თანაქალაქელებს უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი მუნიციპალიტეტისა თუ უბნის პრობლმების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების განსაზღვრაში. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics