2015-06-04 18:19:30, 883 ნახვა
სპორტი
ბიძინა ივანიშვილს მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე განსაკუთრებული პოზიცია არ აქვს
ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, „მარტივ დარღვევებზე პასუხისმგებლობა აღარ იქნება“.
„მე არ მაქვს განსაკუთრებული პოზიცია. ალბათ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც განვითარებული ქვეყნები იქცევიან“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან