11:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 12:15:42, 977 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში მუჰამედის კარიკატურების თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე თავდასხმა მოხდა

აშშ-ში ქალაქ დალასის გარეუბანში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე გამოფენის მსვლელობისას ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ორივე შეიარაღებული თავდამსხმელი მოგვიანებით პოლიციამ დაპირისპირებისას მოკლა. მომხდარის დროს დაცვის ერთი თანამშრომელიც დაშავდა.
კონფერენცია ორგანიზაციამ „ამერიკული ინიციატივა თავისუფლების დაცვისათვის“ გამართა. ღონისძიების ფარგლებში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების კონკურსიც გაიმართა,  საუკეთესო ნამუშევრის ავტორის პრიზი კი 10 ათასი დოლარი იყო.
კონფერენციის დამსწრეებს შორის ცნობილი ჰოლანდიელი ანტიისლამისტი პოლიტიკოსი, გეერტ უილდერსიც იყო.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მუჰამედის კარიკატურების კონკურსის ორგანიზატორები მოწინააღმდეგებმა ისლამის შეურაცხყოფაში უკვე დაადანაშაულეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics