14:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 10:47:37, 751 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილე პროექტ ”უსაფრთხო ქალაქის” ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პროექტ "უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

მინისტრის მოადგილე მათ დანაშაულის პრევენციის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე ესაუბრა, შემდგომ კი, სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რასაც მოჰყვა დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმებზე, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის და ტრეფიკინგის, ასევე, სამინისტროს მედიასთან ურთიერთობაზე, ანგარიშვალდებულებასა და სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიებზე.

შეხვედრაში თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის იურიდიული,ჰუმანიტარული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა, მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics