01:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 12:58:38, 587 ნახვა

მსოფლიო
ვენსი: დიპლომატიის მთავარი დაბრკოლება ხამენეისთან პირდაპირი მოლაპარაკებების შეუძლებლობაა

„ირანის რეჟიმი ვენესუელაზე ბევრად უფრო რთულია და მისი მოგვარება ერთი ადამიანის გადაყენებით შეუძლებელია, რადგან ხელისუფლების სტრუქტურა მრავალშრიანია“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა The Megyn Kelly Show-სთან ინტერვიუში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიის მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ რეალური ძალაუფლება ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ხამენეის ხელშია, რომელიც პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ვენსის თქმით, რუსეთის, ჩინეთის ან ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, რომელთა ლიდერებთანაც ტრამპს პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლია, აშშ, ირანის შემთხვევაში, იძულებულია მოლაპარაკებები აწარმოოს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებებს არ იღებენ, რაც საბოლოოდ ამცირებს დიპლომატიის ეფექტურობას.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეჟიმის ძალით შეცვლა ირანელი ხალხის მიერ და აშშ-სადმი მეგობრული მთავრობის ჩამოყალიბება დადებითი მოვლენა იქნებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics