19:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 18:02:30, 911 ნახვა

სამართალი
ეს აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით - ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.

ვახო სანაია დროებითი დაკავების იზოლატორში 6 დღე გაატარა. რამდენიმე საათის წინ იზოლატორი დატოვა ფორმულას კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა.

"მინდა ყველას გამოვუცხადო სოლიდარობა, ვინც რეჟიმმა დაიჭირა. ამ იზოლატორში არაერთი ადამიანია, ვინც პროტესტის გამო დააპატიმრა ივანიშვილის რეჟიმმა. მინდა, ვთქვა ის, რაც ყველაზე მთავარია - ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ეს ე.წ კანონები, რომლებსაც იღებენ, ეს ვითომ კანონები ვერ გააჩერებს პროტესტს, რომელიც საქართველოშია და ეს აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ეს იქნება ამ ყველაფრის ფინალი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვძლიერდებით, ნებისმიერი შემოტევა ამ თუ სხვა ფორმით რეჟიმისგან, არის განწირული. ჩვენი მოწოდებაა ყველას მიმართ - ბრძოლა ბოლომდე და ეს ბრძოლა ბოლომდე საბოლოო ჯამში ნიშნავს გამარჯვებას და მე ამაში დარწმუნებული ვარ"- თქვა სანაიამ. 

24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics