15:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 10:29:51, 3243 ნახვა

კულტურა
რუსთაველის თეატრში დღეს სტუდენტური კონკურსის "ჩემი რუსთაველი" პრეზენტაცია გაიმართება

რუსთაველის თეატრში, 18:00 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი".

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.

პრეზენტაციის მსვლელობაში გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა - რუსთაველის თეატრის მსახიობები წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან". ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს გენდერული თანასწორობის გრძელვადიანი კამპანიის შესახებ, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics