|
2025-01-08 11:44:52, 1477 ნახვა
სპორტი
„გალათასარაის“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი არ გამოუვიდა
გალათასარაი“ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონიდან“ ვერ დაიმატებს და ალტერნატივის ძებნა დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისა და ევრო 2024-ის თანაბომბარდირის შემცვლელად კლუბმა ამინ ფერი გუირი შეარჩია – საფრანგეთში დაბადებული ალჟირელი ფეხბურთელი, რომელიც „რენის“ ღირსებას იცავს. მანამდე „გალათასარაის“ გიორგი მიქაუტაძის გადაბირებაში საფრანგეთის ნაკრების, „ლიონისა“ და „გალათასარაის“ ყოფილი თავდამსხმელი ბეფეტიმბი გომისი ეხმარებოდა. „გომისმა ქართველ ფეხბურთელს განუმარტა, რამდენად დიდი კლუბია „გალათასარაი“. მოუყვა მის მიღწევებსა და გარემოზე“, – ეს ფრაზა ბევრმა თურქულმა გამოცემამ გაავრცელა. ამასობაში, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში 8 იანვარს შეიკრიბონ და საქველმოქმედო აუქციონში მიიღონ მონაწილეობა, სადაც მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)