20:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-10 12:24:37, 860 ნახვა

სამართალი
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს იძიებენ. ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე ბავშვის დეიდა დააკავა. 

გამოძიების ვერსიით, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა დეიდამ მცირეწლოვანს განზრახ მიაყენა მძიმე დაზიანებები. ამასთან აცხადებენ, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

დაკავებულ დეიდას თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე ვადით ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმე ამოღებულია გულრიფშის რაიონის ე.წ. პროკურატურის წარმოებიდან და გადაცემულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა. მას და მის ქმარს თავიანთი ოთხი შვილი ჰყავთ.

ბავშვის სიკვდილს ოკუპირებულ აფხაზეთში შეშფოთება მოჰყვა. მომხდარის შემდეგ მოსახლეობამ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღება მოითხოვა. 

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ბავშვი 7 აპრილს საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics