03:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 16:24:26, 1066 ნახვა

ეკონომიკა
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა

ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასკოლო, გუნდურ შეჯიბრებას - STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში STEM მიმართულებების პოპულარიზაციას, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გადადგან პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებში.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე  ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან.

პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ.

ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ.

ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება.

აღსანიშნავია, რომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე ოთხ წელზე მეტია STEM ოლიმპიადას ატარებსპროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics