|
2017-09-26 14:10:37, 1749 ნახვა
Lifestyle
„ევროვიზიის“ გამარჯვებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
"ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებულის, პორტუგალიელი მუსიკოსის სალვადორ სობრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მომღერალი რეანიმაციის განყოფილებაში გულის გადანერგვის რიგში პირველ ადგილზე იმყოფება. ამის შესახებ გაზეთი Vanguardiaсо, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. სექტემბერში ახალგაზრდა მუსიკოსმა ექიმების რჩევით კონცერტები ჯანმრთელობასთან შექმნილი პრობლემების გამო გადადო. გაზეთი Correio da manhà-ს ცნობით სობრალი სპეციალურ აპარატზეა მიერთებული, რომელიც გულს მუდმივად ასტიმულირებს. აგრეთვე ცნობილია, რომ მისი მონახულება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეუძლიათ. "ევროვიზია-2017" კიევში გაიმართა, მაშინ სალვადორ სობრალმა რეპეტიციებზე დააგვიანა და კონკურსანტებს შორის, ვინც უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა ბოლო იყო. გულის მანკის გამო, რომელიც მომღერალს ბავშვობიდან აქვს ის გულის გადანერგვის ტრანსპლანტაციის რიგში წლებია იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია-2017" სალვადორ სობრალმა საკუთარი დის მიერ დაწერილი სიმღერით "Amar pelos dois" მოიგო. საქართველო ამ წელს ფინალში ვერ მოხდა.
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)