16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:40:46, 1327 ნახვა

მსოფლიო
ილვესი მოსკოვში საცხრამაისოდ არ ჩავა

ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს არ დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.

„პრეზიდენტი პატივს სცემს ყველა მსხვერპლის ხსოვნას, რომელიც ესტონეთისთვის 1939 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის გაფორმებით დაიწყო. ესტონეთი ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, უარს ამბობს ძალისმიერ პოლიტიკაზე და დემოკრატიული ევროპის აშენება სურს, სადაც ადამიანების, ხალხების და ქვეყნების ბედი, კედლებით, გავლენის სფეროებით და შეთქმულებებით არ ისაზღვრება.

ესტონეთი ევროპაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას 8 მაისს აღნიშნავს. ჩვენ არ ვიხსენებთ და პატივს არ ვაგებთ არც ერთის გამარჯვებას, ან დამარცხებას. ჩვენ პატივს ვაგებთ მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნვია, რომ მანამადე, მოსკოვში გამგზავრებაზე უარი ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემაც განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics