20:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 17:16:55, 5350 ნახვა

სპორტი
ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს

საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში იმყოფება, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა.

ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება.

მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია:

ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე.

საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს:

საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

ესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

გერმანია Vs საქართველო | 28 ივნისი

საქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს.

#ერთადგავიმარჯვებთ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics