12:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:18:39, 2720 ნახვა

კულტურა
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები იწყება. 

"მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია - “სარკე სტუდია“ მუშაობს. 

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი  მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს.  

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები. 

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უცხოელი პროდიუსერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.  

პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება  იგეგმება.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics