11:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 14:08:53, 581 ნახვა

სხვადასხვა
უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა  და ნატოს სამოკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით, უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ვილიამ ლაჰიუ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი მონიკა ჩაკი,  ასევე   ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსაფრთხოების სფეროს უცხოელი ექსპერტები და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics