22:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:24:52, 874 ნახვა

სხვადასხვა
Forbes-მა ბათუმი „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა

Forbes-მა ბათუმი ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა. რეიტიგნში ბათუმი უსწრებს ისეთი ქვეყნის კურორტებს როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი. ამის შესახე "ექსპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი შავი ზღვის სწარაფად განვითარებადი კურორტია და აქ დამსვენებლებს საშუალება აქვთ საზღვაო დასვენებასთან ერთად ქალაქისა და მის მახლობლად არსებულ ისტორიულ-ძეგლებს გაეცნონ, ამასთანავე დაესწრონ იმ მუსიკალურ, ანიმაციურ და კინო ფესტივალებს, რომლებიც ბათუმში სექტემბერში იმართება.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია დასვენების ბიუჯეტი: საგზური 2 ადამიანზე: 1 კვირიანი ცხოვრება 3* და მეტი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში და ასევე ავიაბილეთების ღირებულება მოსკოვიდან და პირიქით.

გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგის შედგენისას გამოყენებულია სექტემბრის თვის საშუალო ფასები.

„ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის „შესანიშნავი ათეული“ ასე გამოიყურება:

1. ბაქო (აზერბაიჯანი) - 52 ათასი რუსული რუბლი.
2. იალტა  - 55 ათასი რუსული რუბლი.
3. ზელენოგრადსკი (კალინინგრადის მხარე, რუსეთი) —ათასი რუსული რუბლი.
4. სალოუ (კატალონია, ესპანეთი) —ათასი რუსული რუბლი.
5. ბათუმი (საქართველო) — 71 ათასი რუსული რუბლი.
6. კრეტა (საბერძნეთი) — 71 ათასი რუსული რუბლი.
7. აია-ნაპა (კვიპროსი) — 88 ათასი რუსული რუბლი.
8. მაიორკა (ესპანეთი) — 98 ათასი რუსული რუბლი.
9. სარდინია (იტალია) — 104 ათასი რუსული რუბლი.
10. მადეირა (პორტუგალია) — ათასი რუსული რუბლი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics