2015-02-18 16:11:22, 371 ნახვა
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: შემოთავაზების შემთხვევაში, ვიცე-სპიკერობას ალბათ დავთანხმდები
ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა, გუბაზ სანიკიძემ შეცვალოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზების შემთხვევაში, ვიცე-სპიკერობას ალბათ დათანხმდება.
"ალბათ დავთანხმდები. ვნახავთ, გადაწყდება, როგორ იქნება",-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აქტუალური გახდა, რადგან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვიცე-სპიკერის პოსტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იკავებდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან