13:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:08:38, 365 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებს და მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მიღწეული შეთანხების შესრულების აუცილებლობას.

ფინანსთა მინისტრმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და საქართველო-უკრაინის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics