|
2021-12-03 16:33:38, 5254 ნახვა
კულტურა
აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM 2021" მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საკონვენციო ბიუროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხევდრები გამართეს მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)