2020-03-22 10:56:01, 6176 ნახვა
ომი უკრაინაში
საბერძნეთში მიტროპოლიტი სერაფიმე პოლიციამ კარანტინის დარღვევისთვის დააპატიმრა
საბერძნეთში კიფერიის მიტროპოლიტი სერაფიმე პოლიციამ კარანტინის დარღვევისთვის დააპატიმრა. მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა. საკარანტინო რეჟიმი დაარღვია და ეკლესიაში წირვას შეუდგა, რა დროსაც პოლიციის მიერ იქნა დაპატიმრებული. ბერძნული მედიის ცნობით, ქალაქ ხორში კიტირას კუნძულზე, მიტროპოლიტმა ეკლესია გახსნა და ზარების რეკვა დაიწყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ მორწუნეებს ტაძარში უხმობდა.
მიტროპოლიტი სასამართლოს წინაშე წარსდგება, ხოლო საქმე პროკურატურას გადაეცა.
შეგახსენებთ, საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო შეზღუდვები მოქმედებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,