13:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 10:24:04, 861 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, გომელაური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი იქნება

"მჯერა, ვახტანგ გომელაური   ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი იქნება",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაურის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური მაღალი დონის პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია.

„ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დანაპირების ერთგული. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ვახტანგ გომელაურს. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ და მასთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, რომელიც პირნათლად შეასრულა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი. მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა და მჯერა, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics