17:03 - 10 Apr, 2026
|
2018-07-06 17:25:07, 5830 ნახვა
კულტურა
თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა ქეთევან აბულაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ფილმ „ვედრების" კინოპოზიტივი და სამი ფილმის - „მონანიების", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა" და „ნატვრის ხის" ორიგინალი მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები გადასცა. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში კინოდოკუმენტების 35 000-ზე მეტი შესანახი ერთეულია. მათ საცავებში დაცულია კინოფირების შენახვის საერთაშორისო ნორმები, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. აღსანიშნავია, რომ თენგიზ აბულაძის ოჯახიდან ეროვნულ არქივში წინა წლებში შემოსულია „მონანიებისა" და „ნატვრის ხის" კინოფირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)