13:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 23:37:10, 2555 ნახვა

სპორტი
მეუფე პეტრე: ვადასტურებ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც შესაცვლელია

პარლამენტთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას წერილი წაიკითხეს. 

მეუფემ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმკვდარ მშობელს თანადგომა გამოუცხადა. მიტროპოლიტის შეფასებით, სახელმწიფომ ბოლომდე ვერ დააღწია თავი საბჭოთა კავშირს. მან მადლობა გადაუხადა სარალიძეს, „რადგან მას შერჩა ძალა უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად“. 

"ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და ძმანო, დედანო და დანო, გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მისი ლოცვით დაიმსხვრა საქართველოში არსებული კერპები და ქართველი ერი განთავისუფლდა კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობიდან. მაგრამ სამწუხაროდ დღეს, საუკუნეების შემდეგ ბოლომდე ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობიდან. სახელმწიფომ თავი ვერ დააღწია უსამართლობას, მიკერძოებულ სამართალსა და ფარისევლობას. ცხადია განსვენებულტა მშობლებს მძიმე ხვედრი ერგოთ, მაგრამ მადლობა ღმერთს ბატონ ზაზა სარალიძეს ამ უდიდესი ტკივილის ფონზე აღმოაჩნდა სულიერი ძალა უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისა, მასშტაბური პროტესტისა. მან ყველას სათქმელი მიიტანა სამართლიან ტრიბუნამდე, ქვეყნის მაჯისცემამდე. ბატონ ზაზასთან ერთად მტელი გულით განნვიცდით უსამართლოდ გამოტანილ მსჯავრს. თანადგომას ვუცხადებ მას და ვადასტურებ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელელია“, - ნათქვამია მიტროპოლიტ პეტრეს წერილში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics